11:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 11:42:13, 914 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა.

წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ გამართა.

შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე.
კერძოდ, დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე და თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობები.

მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც შეაჯამა. ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე.აღნიშნულ კამპანიაში ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაერთიანდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლივი ღონისძიებები გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებაა, რომლის შემუშავებაზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით გაიმართა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics