11:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 11:10:07, 875 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხილვას დაესწრო.

კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრებით მდგრად სარგებლობას მეცხოველეობის დარგის განვითარებასთან ერთად განიხილავს. კონცეფციის საფუძველზე მოხდება საძოვრების კლასიფიკაცია და საძოვრების განკარგვის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა. 

„საქართველო იწყებს საძოვრების მართვის ეროვნულ რეფორმას მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. რეფორმა ეფუძნება ადგილობრივ საჭიროებებსა და გაზიარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. ვფიქრობ, აღნიშნული კონცეფცია უმნიშვნელოვანესია მესაქონლეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული  პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა ევროპის ქვეყნების (საფრანგეთი, შვეიცარია) მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებული მიდგომები.   

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას საძოვრების მართვის სფეროში.

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics