01:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 09:31:23, 2774 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებულ მელიტოპოლთან აფეთქდა ხიდი, რომლითაც რუსეთს სამხედროები გადაჰყავდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ააფეთქეს ხიდი, რომლითაც ოკუპანტებს აღმოსავლეთიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა და სამხედროები გადაჰყავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მელიტიპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ხიდი მელიტოპოლს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა და  ყირიმის ხიდის შემდეგ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო.

"ხიდი, რომელიც ქალაქს აკავშირებდა სოფელ კონსტანტინოვკასთან, "დაიღალა" მელიტოპოლში. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის "დაღლილობის" შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰყავდათ ოკუპანტებს სამხედროები, ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებით. მაშ ასე, რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!", - წერს ფედეროვი.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ხიდმა აფეთქებას გაუძლო, თუმცა დაზიანდა სავალი ნაწილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics