09:32 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 09:24:42, 1189 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების თქმით, დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას".

"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics