01:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 09:17:51, 2833 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასიური სარაკეტო იერიშისთვის

რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასიური სარაკეტო იერიშისთვის,- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ იცის, სად უნდა ესროლოს და რა გაათავისუფლოს, მიუხედავად რუსი ოკუპანტების მცდელობისა, მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ. 

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასიური სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის, ჩვენი საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის სიგნალის ყველა გაფრთხილებას. ჩვენ მტრის ნებისმიერი განზრახვისთვის ყველა დონეზე უნდა ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“,-  განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს რუსი ოკუპანტები ირანული დრონებით თავს დაესხნენ ოდესის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმების შედეგად რეგიონში დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics