|
2022-12-12 19:45:19, 1090 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლებისთვის, ვიბრძოლებთ რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური
ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა, - ასე გამოეხმაურა გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებზე მისივე თქმით,არ აპირებს იმ მიმართულების შეცვლას,რომელიც აქვს აღებული პარტიას,მან დასძინა,რომ გააგრძელებს საზოგადოებისთვის ახსნას და დარწმუნებას,რომ არც აქამდე უკეთებიათ ანტიქართული საქმე,მეტიც ძალიან ქრისტიანულ და მართლადიდებლურ საქმეს აკეთებდნენ და გეზის მიმართულებაც უცვლელად გაგრძელდება. "ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ყველა ჩვენი არგუმენტი ამისკენ იქნება და ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ბიბლიური თავისუფლების გაუქმებასაც. არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლების გადასარჩენად, პირიქით, ვეცდებით, რომ ქართველ ხალხს გასაგებად ავუხსნათ, რომ არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ ე.წ სექტანტები, რასაც გვეძახდნენ. ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით"- თქვა ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)