11:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 15:18:00, 1377 ნახვა

საზოგადოება
დაიხურება რელიგიური ორგანიზაციები, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ - პრემიერის გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციები დაიხურება, რომლითაც ახალგაზრდები სავალდებულო ჯარს თავს არიდებდნენ. 

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს საკითხი საპატრიარქოსთანაც გავლილია და უკვე მოგვარებულია. 

„აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია ამ მთავრობის სხდომაზე მისი გვარის ხსენება, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის და ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ დაიხურება ეს ხარვეზი, აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს ჩვენ ასევე საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობასო. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს? ასე რომ ეს საკითხი მოგვარებულია,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics