11:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 12:56:33, 1224 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებთან შეხვედრები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ტეხასის შტატში ოპერირებად შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის #OSHA რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა OSHA-ს მანდატი და როლი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აღსრულების მიმართულებით ადგილობრივ დონეზე. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოვლენილი დარღვევებზე, გამოყენებული სანქცირების მექანიზმებსა და ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებებზე.

ტეხასის შტატში ასევე დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან: სამართალდამცავთა პროფკავშირი (CLEAT), თანაბარი სამართლიანობის ცენტრი (EJC), ტეხასის სამუშაო ძალის კომისია (TWC), ინდუსტრიული ორგანიზაციების შრომის კონგრესის ამერიკულ ფედერაცია (AFL-CIO).

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics