11:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 15:39:56, 1548 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა.   

ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი. 
  
თბილისის მერიის ცნობით, ფესტივალი ბასტი-ბუბუს კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა.  დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდათ. დამთვალიერებლებმა ფესტივალის გახსნაზე „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენაც იხილეს.

ფესტივალზე კულინარიული შოუ „მასტერ შეფის“ ფინალისტი, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასი მოეწყო.

ფესტივალის ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო  საახალწლო აქტივობები ჩატარდა.  

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართა. მონაწილეობა თხუთმეტამდე შოკოლადის კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყვნენ დამწყები სტარტაპერები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics