|
2022-12-11 15:24:28, 1473 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტიამ სტაბილურად ძლიერად მოძრაობა გააგრძელოს
სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი ერთობის შენარჩუნებაა. "საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რამე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათს, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომ რამე პოზიცია დაიკაონ, ადგილი არ ექნება. მეტიც, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი სასამართლო პროცესი, ამიტომ ცხადია, გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში და ასევე მნიშვნელოვანია, გამოცხადდეს თარიღი არჩევნების შიდაპარტიული იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა. შესაბამისად, რამე წარმოდგენა რომ არ იყოს, თითქოს ჩვენ რამეზე აზრთასხვადასხვაობა გვექნება ან ცხარე კამათებში შევალთ ერთმანეთთან, პირდაპირ გეუბნებით, რომ ასე არ იქნება მარტივი მიზეზით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთობა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება. სხდომას ხაბეიშვილთან ერთად, კიდევ ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატი და მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც ესწრება. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, პარტიის ოფისში გიორგი მუმლაძე არ მისულა. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭომ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი უნდა დაადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)