2022-12-10 16:59:06, 2091 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საგვარეულო სასაფლაოზე ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ცნობისთვის, 25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, 1-ელ დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,