11:39 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:26:11, 1054 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია, საზღვრის დაცვის უფროსის, გენერალ გუნტის პუატსის ხელმძღვანელობით ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

“შეხვედრაზე ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს საქართველოში ახლად დანიშნული მიგრაციის მეკავშირე ოფიცერი - რაიტის ტილიკსი წარუდგინა.

მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ლატვიის რესპუბლიკასთან არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან, ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დონეს და დელეგაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ სფეროში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას - “ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციას შორის თანამშრომლობის შესახებ“.

დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც ეწვივნენ, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია მიიღეს პოლიციის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი უწყების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics