11:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 15:32:56, 1035 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს.

კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.
ALAMO - ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ბიუჯეტურ ავტომობილებს შესთავაზებს, ENTERPRISE rent a car - საბაზისოს, ხოლო NATIONAL პრემიუმ კლასის ავტომობილებს. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ.  

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების სერვისი ჩვენს აეროპორტში კოვიდამდე გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ, განახლებულ აეროპორტში აუქციონის გზით ახალი, საერთაშორისო ამერიკული კორპორაცია ENTERPRISE შემოგვყავს,-‘’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

კორპორაცია ENTERPRISE 65 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. დღეის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილია 100 ზე მეტ ქვეყანაში 9,500 ზე მეტი ლოკაციით, დასაქმებული ჰყავს 80,000 მდე ადამიანი და ფლობს 1.7 მლნ-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. საქართველოში კომპანია 2017 წლიდან ოპერირებს და ჰოლდინგში შემავალი სამივე ბრენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა მსხვილ ავტოგაქირავების პლატფორმაზე, და ასევე, კომპანიის ვებ გვერდზე https://www.enterprise.ge/.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics