11:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 13:40:57, 1142 ნახვა

საზოგადოება
მელია სააკაშვილის პროცესის გადადებაზე - არ გვაქვს ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს

ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი ყველასთვის, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს,- ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის გადადება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა საკითხები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და ძალიან გულახდილად ვიტყვი დასრულდეს ისე, როგორც აპირებენ და მიღებული აქვთ გადაწყვეტილება.

ამ პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი ყველასთვის, მათ შორის ოჯახისთვის, დაცვის მხარისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ რიგში. როდესაც მის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა ამ სასამართლოს დარბაზებში და ამის შემდეგ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს დგომარეობაშია თუ არა, ჩემთვის პირადად მიუღებელია. რათქმა უნდა აქ ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის და დაცვის მხარის მყარი პოზიცია.

ყველანი ვთანხმდებით ალბათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა საკითხები“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა  14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics