|
2022-12-09 09:31:14, 1054 ნახვა
საზოგადოება
გიული ალასანია სააკაშვილზე - ერთი თვე ვერ გასტანს და თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, გაგვაგებინონ
ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ერთი თვე სჭირდება, ამდენი ხანი ვერ გასტანს უბრალოდ და თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წერილობით ფორმით წარმოდგენილი დიაგნოზები იძლევა საფუძველს ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად. "ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დღეს, მაგალითად, რომ არ ყოფილიყო ექთანი მოკვდებოდა ადამიანი. ვერ ჭამს საერთოდ, ორი ლუკმა როგორც კი შეჭამა დაეწყო გულისრევა, მერე იხრჩობოდა უბრალოდ. თხოვნა არის ასეთი, რომ ან გადავადება, ან საერთოდ გათავისუფლება, იმიტომ, რომ ის დიაგნოზები რომლებიც არის უკვე წერილობით ფორმით ხო წარმოდგენილი, სხვადასხვა ექსპერტებმა გასინჯეს, იძლევა საფუძველს გასათავისუფლებლად. დღეს ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ახალ წლამდე და ერთი თვე სჭირდება თურმე და ასე შემდეგ, სრულიად მიუღებელია, ამდენი ხანი ეს ადამიანი ვერ გასტანს უბრალოდ და თუ გადაწყვიტეს, თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ",- განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)