11:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 16:08:34, 1032 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორი ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს და ადვოკატს, რობერტ თრექმანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, ასევე პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები - ირაკლი ჩილინგარაშვილი და ნინო აღლემაშვილი ესწრებოდნენ. 

მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს და რობერტ თრექმანს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატის და ფუნქციონირების, უწყების დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. 

"მარკ სპეისერმა და რობერტ თრექმანმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  მართლმსაჯულების განვითარების პროცესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის როლს.

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, პროკურატურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. 

როგორც აშშ-ის ფლორიდის შტატის მოსამართლემ მარკ სპეისერმა აღნიშნა, უკვე მეორედ მიეცა გენერალურ პროკურორთან და მისი გუნდის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მისივე თქმით, შეხვედრა ინფორმატიული და ნაყოფიერი იყო. 

ადვოკატ რობერტ თრექმანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით შთამბეჭდავია. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და  სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics