|
2022-12-07 23:00:00, 1581 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია
ჩვენ გვჭირდება ყველა ქვეყნის, მათ შორის ლუქსემბურგის დახმარება ამ გზაზე, რომ ინსტიტუტები, კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის ჩარჩოებს და გვჭირდება ყველა წევრი ქვეყნის ხმა. დღეს ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათ გუნდთან ერთად, მათი ხმაც, ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ლუქსემბურგის იმყოფება. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და ამ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის პარლამენტი აქტიურად გამოიყენებს. „ეს არის ის, რაც ზოგადად, ხაზად გასდევს ჩვენს შეხვედრებს ევროპაში, რომ საჭიროა პარლამენტებს შორის, კომიტეტების დონეზე, მეგობრობის ჯგუფების დონეზე ძალიან მჭიდრო კონტაქტი, კომუნიკაცია. ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტების დონზე, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, კომუნიკაცია, კავშირი, გაცვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და გვექნება ინტენსიური გაცვლა ერთმანეთთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)