12:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 21:54:06, 1115 ნახვა

საზოგადოება
ლომჯარია სააკაშვილზე - პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა

დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, ჩვენ არ დაგვიდოკუმენტირებია, მაგრამ რაც გვითხრა "ვივამედმა", სადღაც 20 კილომდე აქვს ბოლო ორ თვეში დაკლებული. საერთო ჯამში, პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილი პირველი თვებისგან განსხვავებით,არაკონტაქტურია,დაქვეითებული აქვს კომუნიკაციის უნარი და არ აქვს ინტერესი საუბრის.

"რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას, შარშან ზამთარში და შემოდგომაზეც მქონდა მე მასთან კომუნიკაცია და ყოველთვის იყო ძალიან აქტიური კომუნიკაციაში, ბევრ რამეზე საუბრობდა, ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა, ანუ ჰქონდა კომუნიკაციის სურვილი. ბოლოს ორჯერ ვნახე, დაახლოებით, 5-10 წუთი და შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის კომუნიკაცია არ გვქონია, იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, არაკონტაქტური იყო და ვერ აეწყო კომუნიკაცია, ძალიან მოკლედ პასუხობდა შეკითხვებს, დიდ ინტერესს არ იჩენდა და მეც ვიგრძენი, რთული იყო მისთვისაც. იყო თვითონ დამძიმებული", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ 9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics