|
2022-12-07 21:21:15, 1159 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი იმყოფებოდა. სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალები ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაურებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გენერალ-მაიორმა ედუარდ ასრიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)