|
2022-12-07 14:41:42, 835 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქემ უკრაინისთვის $100 000 გენერატორები შეუკვეთა - კამპანიის ფარგლებში უკვე 200 გენერატორი შეგროვდა
საქართველოს მოქალაქემ, უკრაინის დასახმარებლად, 100 000 დოლარის გენერატორები შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. "ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები! ძააალინ, ძააალინ ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები! ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს. გაუზიარე სინათლე - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც Facebook გვერდის მეშვეობით, უკრაინისთვის გენერატორებს აგროვებს - "გაჩნდა იდეა გავერთიანდეთ და ვიყიდოთ გენერატორები, რომლებიც 24 დეკემბრამდე ჩავა კიევში. რესურსების მოსაგროვებლად და გენერატორების საყიდლად დრო გვაქვს 12 დეკემბრამდე. ამ გენერატორებს კიევში მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათ ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს" ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში, კამპანიაში ფული გადმორიცხა 1176 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო 9 ადამიანმა პირადად მიაწოდა გენერატორი. შეგროვებული რაოდენობა უკვე 200 გენერატორს აჭარბებს. გარდა ამისა, ევროპაში დაანონსდა Generates of Hope კამპანია, რომლის ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 დეკემბერს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ. კასიანოვმა ასევე თქვა, რომ მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან ასევე არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)