|
2022-12-07 13:45:26, 738 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც პრეზენტაციაზე კახა სამხარაძემ აღნიშნა, 2022 წელს სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 85 723 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 7 205 000 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა; მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, ფიტნეს ზონები, კაპიტალური გამაგრება ჩაუტარდა საცხოვრებელ კორპუსებს სხვადასხვა მისამართზე. 14 მისამართზე მოეწყო/რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო და რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 9 სპორტული მოედანი; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 250 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა 4 ავარიული საცხოვრებელი სახლი; 69 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 30 მისამართზე ჩატარდა; რეაბილიტირდა და განახლდა 43 ლიფტი. ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 36 019 045 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციას თბილისის მთავრობის წევრები, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)