13:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 23:00:40, 1142 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს:

„სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით  და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა, ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე; ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა".

რატი ბრეგაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ამ კამპანიის მიზანი სააკაშვილის, მათ შორის, უკანონო გზით გათავისუფლებაა.

„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია მოსამართლეზე ზეწოლა. მეეჭვება, რომ არსებობდეს თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც – მედია იქნება ეს თუ ოპოზიცია – აძლევდეს თავს სასამართლო საქმიანობაში ჩარევის უფლებას და ამ ყველაფერს ასაღებდეს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაინტერესებით.  მთელი ამ კამპანიის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მათ შორის, ისეთი გზებით, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ – მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.  ვაცხადებ როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics