13:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 14:43:57, 716 ნახვა

საზოგადოება
შოთაძე - ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, რათა მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რათა ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ოჯახურ დანაშაულებზე, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, არამარტო საქართველოში, არამედ ყველგან მსოფლიოში.  

„ამ დანაშაულის სირთულე არის ის, რომ ხშირად არის რეციდივის შემთხვევები და სამწუხაროდ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ დანაშაული რიგ შემთხვევებში იწყება ჩვეულებრივი ძალადობით, თუმცა, საბოლოოდ რეციდივის დამძიმების სპეციფიკა ახასიათებს და მთავრდება მკვლელობებით, კერძოდ ქალთა მკვლელობებით, რისი არაერთი შემთხვევაც ვნახეთ ბოლო წლებში. სწორედ არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, მოძალადესა და მსხვერპლს შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახში მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ეტაპზე მხოლოდ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით არის შესაძლებელი. ასევე მხოლოდ პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა არ არის საკმარისი, ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რათა ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics