13:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 11:34:03, 762 ნახვა

საზოგადოება
„არ ვართ ვალდებული, მიზეზი გითხრათ“ - საქართველოში უკრაინის მოქალაქე არ შემოუშვეს

საქართველოში უკრაინის მოქალაქე ლიზა დადაშოვა არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დადაშოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, მესაზღვრეებმა აეროპორტში რამდენიმე საათი გააჩერეს და ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ისე უთხრეს, რომ აკრძალვის რეალური მიზეზი არ განუმარტავთ.

"პასპორტის კონტროლის დროს დაიწყო შეფერხება, დიდხანს ველოდი დოკუმენტების შემოწმების პროცესს. 20 წუთის შემდეგ პასპორტი წაიღეს და მითხრეს, რომ დავლოდებოდი. ასე დავრჩი 13:10 საათამდე. ამის შემდეგ, აეროპორტის თანამშრომელი მივიდა და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში შესვლა შეუძლებელი იქნება, რადგან უარი მოვიდა. მითხრეს, რომ რაღაც ოთახში შევსულიყავი და დავლოდებოდი პასუხს. სწორედ ამ ოთახისკენ მიმავალ გზაზე მთხოვეს ტელეფონის გათიშვა. 5 საათი ბინძურ, ცივ ოთახში გავატარე კომუნიკაციის გარეშე. საქართველოში მანამდე ხუთჯერ ვიმოგზაურე, არც ერთხელ დარღვევა არ დაფიქსირებულა. მთელი ის დრო, რაც თბილისის აეროპორტის მაცივარში ვიჯექი, შეკითხვაზე - რა არის შემოსვლის აკრძალვის მიზეზი? - პასუხი იყო რამდენიმე: "არ ვიცი, უფროსმა იცის", "არ ვართ ვალდებული, მიზეზი გითხრათ“ და ა.შ." - წერს დადაშოვა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics