13:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 15:51:06, 855 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრას, რომლის მიზანს პროკურორთა პროფესიული გადამზადების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება წარმოადგენდა, საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის და ტრენერობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე თანამშრომლები ესწრებოდნენ.
 
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და პროკურორთა სასწავლო ცენტრების ფუნქციონირების მიმართულებით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის (პოლონეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები) გამოცდილებას გასცნობოდნენ. 

ორდღიან შეხვედრაზე, რომელსაც პროკურორთა პროფესიული განვითარების მიმართულებით  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები უძღვებოდნენ, განიხილეს პროკურორთა სწავლებასთან დაკავშირებული თემები. ასევე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ტრენინგების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპებთან დაკავშირებით. 

შეხვედრის დასასრულს, დისკუსიის ფორმატში, მონაწილეებმა და ექსპერტებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.

პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება საქართველოს პროკურატურის  ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში,  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო). 

პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს პროკურატურაში განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვაა. 

საქართველოს პროკურატურა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics