13:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 15:02:05, 785 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის  საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და გენდერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკაში გენდერული საკითხების ინტეგრირების შესახებ დიალოგის წახალისება.

„კლიმატის ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. თვალსაჩინოა ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებამ მოგვიტანოს. საქართველო, როგორც გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი, აცნობიერებს ქალებისა და მამაკაცების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოიცავს გენდერულ ასპექტებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში (NDC), ნათლად აღიარებს და ხაზს უსვამს ქალების გააქტიურების მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა, რომლის პარალელურად, GIZ-ის პროექტის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III“ (CDCPIII) ფარგლებში „კლიმატის ცვლილებისა და ხელოვნების გამოფენა 2022“ მოეწყო.

კონფერენციის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და გენდერის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.

კონფერენციას მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კლიმატის ცვლილებისა და გენდერის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics