13:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 17:15:57, 920 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - თუ რამე შეგვიძლია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მაქსიმუმს გავაკეთებთ

ჩვენ ვართ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს "ვივამედში" ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ.

"მე რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაჯაროვების თაობაზე. დანარჩენი დრო მასთან ექიმებმა გაატარეს და ვფიქრობ, რომ სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს. 

მოგეხსენებათ, სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის თუ გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას. იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ, საჭიროდ ჩავთვალე ექიმების მოყვანა. შემდეგ კვირაში ჩანიშნა პროცესი და დასკვნის მომზადება მანამდე მოგვიწევს", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics