16:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 16:05:28, 934 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგებელმა 2022 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

თბილისის მერიის ცნობით, 2022 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 6 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 10 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 25 150 კვ.მ. ფართობზე - ჯამში, 113 მისამართზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაც.

პრეზენტაციაზე  კრწანისის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, შესრულდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტები; ჩავატარეთ საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს დავეხმარეთ, მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც სამეზობლოს აწუხებდა.

მომავალ წელს გვაქვს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ. 
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics