|
2022-12-02 11:19:53, 1697 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა - ნახეთ რა გაძვირდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი), თევზეული (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-6.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი),
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)