|
2022-12-01 15:49:10, 1453 ნახვა
საზოგადოება
ევროსასამართლომ საქართველოში ტრანსგენდერი კაცების საქმეში დარღვევა დაადგინა - მთავრობას თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე - საქართველოს წინააღმდეგ დასაშვებად ცნო და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს დასკვნით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გულისხმობს. განმცხადებლები მთავრობას კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევასაც ედავებოდნენ. გარდა ამისა, სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი, თუმცაეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ. როგორც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში ვკითხულობთ, საქმეში მთავარი პრობლემა, ის განხდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები ზუსტად არ არის დადგენილი. წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ კანონის 78-ე მუხლის ზ), კანონი დუმს იმ პირობებთან დაკავშირებით, როგორ უნდა შესრულდეს სქესის შეცვლა. საჭიროა თუ არა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სამედიცინო პროცედურები”,- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, სტრასბურგი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ. “სასამართლომ დაადგინა, რომ [საქართველოს] შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა საჭირო სამედიცინო პროცედურების ზუსტი სახის ინდიკატორს არ იძლევა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გამოთქმა "სქესის შეცვლა" სამოქალაქო აქტის 78-ე (ზ) პუნქტი უნდა შეფასებულიყო "ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და/ან ანატომიური კრიტერიუმებით". თუმცა, საკანონმდებლო განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რას ეფუძნება მათ მიერ კანონის ასე კითხვა",- ვკითხულობთ განცხადებაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სამი განმცხადებლიდან თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაავალდებულა. ამას გარდა, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის, საჩივრის შეტანასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, დამატებით 9 812 ევროს გადახდა დაეკისრა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)