12:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 09:08:07, 1649 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონმა კონტრაქტი გააფორმა უკრაინისთვის NASAMS-ის სარაკეტო სისტემების შესაძენად

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც უკრაინასთვის 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოება მოხდება.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას Raytheon Technologies Co-სთან (RTX.N), რომლის ფარგლებში ექვსი საჰაერო თავდაცვის სისტემა დამზადდება. 

„სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი, სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერი“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ NASAMS და Aspide საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას.

გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა აღნიშნა , რომ კიევის ან ხარკოვის ცის დახურვისთვის საჭიროა ორი NASAMS ან IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემა. ამავდროულად, საჰაერო საფრთხისგან უფრო მცირე ფართობის მქონე ქალაქების დასაცავად, ერთი ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძლება საკმარისი იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics