2022-11-30 23:21:45, 1056 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი, ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს
უწყების თქმით,ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.
დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად.
ერთად დავიცვათ საქართველოს ბუნება!
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),