17:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 12:22:50, 867 ნახვა

საზოგადოება
სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოეწყობა

დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ინიციატივა მოაგვარებს სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას. 

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ამჯერად, მინდა, გაცნობოთ, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი  სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა სადისტრიბუციო ავტომანქანები გაჩერებული ჰყავთ და აფერხებენ სხვა ავტომანქანების გადაადგილებას. კონკრეტული სივრცეების გამოყოფით ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics