|
2022-11-30 10:22:04, 1037 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - გამაოგნებელია, როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი და „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს
გამაოგნებელია, როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება" ამას არ აღიარებს, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა. "ვფიქრობ, გარკვეული ზეწოლა მოდის ფაქტიდან, რომ რუსებს შეუძლია დაეხმარონ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში თუ ისინი ურთიერთობებს გამოასწორებენ. რუსეთს ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%, რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ როდესაც რუსეთი არის აშკარა აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში, საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ამას არ აღიარებს. ისინი აკრიტიკებენ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მოსკოვს. ვფიქრობ, ივანიშვილის იქ აქვს კავშირები და ეს შეშფოთებას იწვევს",- ამბობს კრამერი. ცნობისთვის, გუშინ, 29 ნოემბერს ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იყო. დისკუსიის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)