17:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 17:34:04, 1356 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია

თუკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საუბარია პაციენტის, რომელიც იმავედროულად არის მსჯავრდებული, საზღვარგარეთ გაყვანაზე, ეს საქართველოს კანონმდებლობით არის შეუძლებელი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია.

"ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, უნდა შევახსენოთ ყველას, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ვრცელდება ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირზე და გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული... ოფიციალური დასკვნა ცენტრი "ემპათიის" მიერ ამ ეტაპზე არ არსებობს. რა დიაგნოზებიც არის დასმული, იგი გადის შესაბამის მკურნალობას კლინიკა "ვივამედში" და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება რომელიმე დიაგნოზის გამო საზღვარგარეთ გაყვანას, თუკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საუბარია პაციენტის, რომელიც იმავდროულად არის მსჯავრდებული, საზღვარგარეთ გაყვანაზე, ეს საქართველოს კანონმდებლობით არის შეუძლებელი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო.

25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. 

უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics