|
2022-11-29 17:01:29, 1142 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოს მის მკურნალობაში
მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სარგებლობს ყველა უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. "აქტიურად ვაკვირდებით მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო და დაძაბულობის მუხტის შექმნის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ პატიმარი სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესაძლო რისკების მინიმალიზაციის მიზნით გადაყვანილი იყო სამოქალაქო რეესტრის მაღალკვალიფიციურ კლინიკაში რელევანტური სამედიცინო კვლევებისთვის, სადაც იმყოფება დღემდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ექიმების დისკრედიტაციის და მათი სრულიად დაუმსახურებელი უნდობლობის მცდელობა ვიხილეთ, რაც მკაცრად იყო ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაგმობილი და მოვუწოდეთ ყველას დაუზუსტებელი ინფორმაციის თავშეკავებაზე. გარდა ამისა, მივმართეთ სამხარაულის ბიუროს მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ და ვთხოვეთ სამხარაულს ჩაეტარებინა ექსპერტიზა, მაგრამ თავად თქვა უარი. ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, უნდა შევახსენოთ ყველას, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა ვრცელდება ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა პირზე და გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში",- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)