18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 14:27:28, 1171 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა „ნაცმოძრაობას“ - ისეთებს აკეთებთ პარტიაში, წნევიანი გახადეთ გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში

ისეთებს აკეთებთ პარტიაში, წნევიანი გახადეთ რომან გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზარქუამ, სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეზე გაკეთებული განცხადებისთვის "ნაცმოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველიც გააკრიტიკა.

„გიორგი ბოტკოველმა ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში და დისერტაცია, დაიცვა გერმანიაში, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს მერე და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ ის კაცი. კარგით, იქით იყოს თქვენი შიდა სამზარეულო, უბრალოდ ბოტკოველი რომ იტყვის კობახიძეზე ამას, ვერ გავატარებდი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა "ქართულ ოცნებასა" და მის თავმჯდომარეს მიმართა და თქვა, რომ მმართველი პარტია საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდება და ქვეყნის პარტნიორებსაც ებრძვის.

"ქართული ოცნების" ე.წ. თავმჯდომარის გამოსვლა რას გულისხმობს? ეს გულისხმობს ზიზღს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ამ ქვეყნის მიმართ და მისი განვითარების მიმართ. საქართველოს ზიზღით ვერ კმაყოფილდებით და ებრძვით ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს და მათ მიმართაც ზიზღს გამოხატავთ", - მიმართა გიორგი ბოტკოველმა "ქართული ოცნების" წევრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics