|
2022-11-29 13:15:00, 724 ნახვა
საზოგადოება
ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა
2023 წლიდან თელ-ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D'Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო. ,,საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა., ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით, კი პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37 სიხშირით წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში მათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების დაინტერესება იყო. რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)