18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 13:03:55, 617 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ახლაც მგონია, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო

მე ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა თხოვნა მხედველობაში მივიღეთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ევროპარლამენტარების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო. 

"საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე, ვიდრე მიიღება საბოლოო სახით, მესამე მოსმენით. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც მოვისმინეთ საჯაროდ ბატონი ოლივერ ვარჰეის მხრიდან, მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის გაგზავნა. ასევე, გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ ევროკავშირის ელჩთან და მისგანაც მოვისმინეთ ასეთი თხოვნა.  მე ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან იყო ასეთი თხოვნები, ჩვენ ეს თხოვნა მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში",- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics