18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 11:08:15, 1101 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - იმდენს იზამს ეს ხალხი, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ოცნების“ თავმჯდომარეობაზე

“გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს  საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით ქვეყანაში "ოლიგარქიას მოსპობდა" და "ეროვნული თანხმობის მთავრობას" შექმნიდა.

"ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა  და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი “ქართულ ოცნებას”?  წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი, რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს. ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!" - წერს გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, "გირჩის" დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს. 

"წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა", - ამბობს მეგრელიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics