18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 21:45:14, 885 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას გააკეთებს

ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას გააკეთებს. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგი აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში მოქალაქეებთან.

"არჩევნები თურმე იყო უდროო, არჩევნების დროს ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს,  შევხვდი მოქალაქეებს რუსთავში, გორში და ველაპარაკები, ველაპარაკები შიდა არჩევნების გარდა მობილიზაციის დაწყებაზე, ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას ვერ გააკეთებს. ოთახიდან დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები ნიკა მელიასი ჩვენ ვნახეთ, ამიტომ მე ნიკასაც მოვუწოდებ რომ მეტი იაროს რაიონებში. 
როდესაც საუბარი კონკრეტულ სიბინძურეებზე, მათ შორის, ახლაც  არ გაუკეთებია განცხადება, რომ ფარდას ახდის. ნიკა მელია პარტიის ხელმძღვანელია და ამბობს რომ მისსავე პარტიას ახდის ფარდას. უკაცრავად, მაგრამ მე მგონია, რომ სხვა მტერი გვყავს ჩვენ და მე დაკავებული ვარ ფარდა ავხადო ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას და არა პარტიის შიგნით ვეძებო ვიღაცების პრობლემები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics