18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 18:49:13, 816 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელები მის ჯანმრთელობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და, ვფიქრობ, დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიონ. დღის წესრიგში რჩება ორი კითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია. კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ. ასევე, თანამშრომლობს თუ არა სააკაშვილი ექიმებთან თავისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს, დანიშნულებას, რაც ექიმების მხრიდან აქვს. ამ ორ კითხვაზე დღემდე მისი დაცვის მხარის მიერ პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა, ნებართვა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics