17:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 17:08:58, 901 ნახვა

საზოგადოება
ნადირაძე სააკაშვილზე - თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული და გარეთა პროცესებში მონაწილეობა, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?!

თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო.

"პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა. დაინიშნა შესაბამისი კვლევები. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ და განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. არც ერთ ეტაპზე მისი აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. 

პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია და შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი. სამედიცინო კუთხით ჩვენ ვაგებთ პასუხს. ის მომენტი, რომ პაცინეტი მკურნალობს და კლინიკაში იმყოფება, გასვლით პროცესებს გამორიცხავს. თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", - განაცხადა ნადირაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics