18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 16:00:17, 833 ნახვა

პოლიტიკა
მელია - თუკი სააკაშვილი „ვივამედში“ განაგრძობს მკურნალობას, იქნება ვერდიქტი, რომ ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს

თუკი სასამართლო იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი და მკურნალობა "ვივამედში" უნდა განაგრძოს, ეს იქნება ვერდიქტი, რომ ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 

როგორც მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აღნიშნა, უახლოეს დღეებში, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს.

"უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიცით, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, თუკი სასამართლო, თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი ივანიშვილის მიერ, იტყვის, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი და ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მან უნდა განაგრძოს მკურნალობა "ვივამედში", ეს იქნება ვერდიქტი გამოტანილი მოსამართლის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს იქ, სადაც ჰყავთ გამოკეტილი. ღმერთმა დაიფაროს, ასეთ შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება",- განაცხადა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics