15:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 15:44:29, 1403 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო - სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო, რადგან კლინიკა "ვივამედმა" ამის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. 

"ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები როგორც მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ეს არის მისი დასკვნაც, ასევე ნევროლოგის დასკვნაც, რომელიც იყო პარასკევს და დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ, როდესაც მე ადმინისტრაციას და მკურნალ ექიმს ვესაუბრე, მას საავადმყოფო და თვითონ ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომ გზაში, იმ მონაკვეთში, საავადმყოფოდან სასამართლომდე, მძიმე შედეგი რომ არ დადგეს, ანუ ლეტალური შედეგი. ასევე, ბადრაგი ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე არ მოხდა" ,- განაცხადა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ პროცესი ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics