2022-11-27 11:10:54, 1153 ნახვა
საზოგადოება
გონიოს დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა - დაიღუპა ორი ადამიანი
ბათუმში, გონიოს დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,