14:02 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 16:22:09, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს - დაშავებულია 6 ადამიანი

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკოზე ავრცელებს.

რეზნიჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"დნეპერზე მტრის დარტყმის შედეგად უკვე ექვსი მსხვერპლია. ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაშია. რუსებმა მშვიდ კვარტალში დაარტყეს...", - წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, რუსული რაკეტები ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ცოტახნის წინ ასევე ხერსონიც დაბომბეს, რასაც  2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics