20:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 20:57:12, 1040 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - წლების განმავლობაში არსებობდა მითები, თითქოს „ნაცები“ პროფესიონალები და „სვეცკები" იყვნენ

წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები იყვნენ პროფესიონალები და „სვეცკები“. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არის ხაბეიშვილი და რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში.

„ნაცმოძრაობა არ გაყონ არ დაგვღუპონ. ცოტა სერიოზულად რაც შეეხება, დღესაც იძახიან, რომ ინტელექტუალების სამჭედლო არისო „ნაცმოძრაობა“. წლების განმავლობაში არსებობდა მითები ამ ქვეყანაში, რომ თითქოს ნაცები პროფესიონალები და „სვეცკები“ იყვნენ. რამდენად გოიმები და არაპროფესიონალები არიან წარმოიდგინეთ, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჰყავთ ხაბეიშვილი მელია და ვიღაც მუმლაძე. ეს სამი ადამიანი არის მთავარი სამი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ლიდერად უნდა აირჩიონ და პროფესიონალიზმზე და „სვეცკობაზე“ ლაპარაკობენ. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რეალურად ეს არის მათი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ესენი კარგები არიან, აზრზე მოსულები არიან, მათი ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ, პროფესიონალები არიან და ა.შ. კი ბატონო, მაშინ ნაცმოძრაობაც ასე ყოფილა, მაგრამ რაც არის ხაბეიშვილი, რაც არის მელია, ის არის „ნაცმოძრაობა“ ერთი-ერთში იმიტომ, რომ ხელმძღვანელობაზე ისინი იყრიან კენჭს და ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები და რამდენად რეალური იყო ის მითები ახლა საზოგადოებამ გადაწყვიტოს“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics