20:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 19:17:06, 1026 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. - ამის შესსხებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობის.

"მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი 
პრინციპული ადამიანია". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. 

ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics