18:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 11:08:40, 1053 ნახვა

საზოგადოება
მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, უკიდურესად მძიმეა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა,  ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც კლინიკა "იმერმედის" დირექტორმა, დავით სარიშვილმა განაცხადა, ბრალდებულს სასუნთქი გზების 70% აქვს დამწვარი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"პაციენტი მოყვანილი იქნა 20:20 საათზე, საღამოს. თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით 70% ფარგლებში დამწვრობა სასუნთქი გზების. უტარდება ყველა ღონისძიება. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით და სურვილით, გადაყვანილი იქნა დილის 5 საათზე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უკიდურესად მძიმეა", - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, თერჯოლაში მოხდა. მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics